კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

CNN

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განცხადებას კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს.  

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში 60 პაციენტია მოთავსებული, აქედან 46 ადამიანს COVID-19 აქვს დადასტურებული. რეანიმაციულ განყოფილებაში 3 პაციენტი მკურნალობს, თერაპიულ განყოფილებაში კი - 46. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 647 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 372 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები