ოპოზიციის საერთო განცხადება

პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილისგან შეთანხმების მთლიანად ჩაშლას - ოპოზიცია

ტაბულა

"პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება", - ოპოზიციურმა პარტიებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს. 

განცხადებაში წერია, რომ პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას და ამ პირობებში ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

"ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის", - წერია განცხადებაში.

ოპოზიცია ამბობს, რომ მათი ამოცანაა შეთანხმება შედგეს და ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს.

"საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას. შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება - კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

ოპოზიცია აქვე აღნიშნავს, რომ 8 მარტის შეთანხმებას ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა და მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება - მათ შორის რურუას, ოქრუაშვილის და უგულავას საქმეები. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტს შეთანხმებით ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოსევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიში

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

კომენტარები