დარჩი სახლში

"დავრჩეთ, მაგრამ გამოვიდეთ ხანდახან" - იმნაძე პასუხობს კითხვას სლოგანზე "დარჩი სახლში"

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"დავრჩეთ, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან", - დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს კითხვას, დასრულდა თუ არა სლოგანი "დარჩი სახლში"

"ცოტა რთული კითხვაა, მოდით ასე ვთქვათ - დავრჩეთ, მაგრამ გამოვიდეთ ხოლმე ხანდახან, გაზაფხულია, სეირნობა შეიძლება, სუფთა ჰაერი კარგია. ბავშვები ნამდვილად შეიძლება, რომ ვასეირნოთ. ოღონდ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სოციალური დისტანცია", - ამბობს იმნაძე.

იმნაძის თქმით, ვამკვიდრებთ ახალ სლოგანს, "ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება". 

საქართველოში 13 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის 647 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია- 372, 11 გარდაიცვალა. 

კომენტარები