ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარიას ცნობით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ასევე 18 მაისიდან, გახარიას ცნობით, მოიხსნება 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, თუმცა, პრემიერმინისტრის განმარტებით, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.

14 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 652 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პრევენციის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში უკვე ერთ თვეზე მეტია მოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობ ფარგლებშიც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება აკრძალულია, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს მოიხსნება. მანამდე, შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად იხსნება. ამ დროისთვის აღდგენილია ავტომობილების გადაადგილება და გახნილია ის ქალაქები - ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი.

კომენტარები