კიბერ-თავდასხმა

FBI: ჩინეთის კიბერ-თავდასხმების მთავარი სამიზნე ლაბორატორიებია, სადაც კორონავირუსს იკვლევენ

0 კომენტარი
ფოტო: AdobeStock

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც გაზრდილია კიბერ-თავდასხმები იმ ორგანიზაციებზე, სადაც კორონავირუსის კვლევა მიმდინარეობს.

FBI-ს მიხედვით ჩინელი ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ინფორმაცია ვაქცინაზე, მკურნალობაზე და ტესტირებაზე.

"ჯანდაცვის, ფარმაცევტულმა და კვლევითმა სექტორმა უნდა იცოდეს, რომ ჰაკერების მთავარი სამიზნე არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის მოპარვის მცდელობა ახალი არ არის და მას ყურადღებით აკვირდებიან.

დონალდ ტრამპმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობაზე დაწესეწებული ამკრძალავი ვადა ერთი წლით გაახანგრძლივა. აკრძალვა ეხება ამერიკულ კერძო კომპანიებს, რომლებმაც ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობით შესაძლოა საფრთხე შეუქმნან აშშ-ის ნაციონალურ უსაფრთხოებას. 

მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის დადგენილებაში არ არის ნახსენები კონკრეტული კომპანიები, ფაქტიურად მიღებული ზომები ჩინურ Huawei-ს და ZTE-ს ეხება. აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საშიში კომპანიებთან თანამშრომლობა პრეზიდენტმა 2019 წლიდან აკრძალა.

ჩინეთი აშშ-ის ბრალდებებს უარყოფს. გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის მკურნალობაში და ვაქცინის შექმნის პროცესში ლიდერია და ინფორმაციის მოპარვა არ სჭირდება.

აშშ-ს ჩინეთი და ჩინური კომპანიები ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაში წარსულშიც არაერთხელ დაუდანაშაულებია.

დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობებმა უკვე გაავრცელეს გაფრთხილება ჯანდაცვის სექტორზე კიბერ-თავდასხმების საფრთხის თაობაზე. მათი თქმით ჰაკერები ცდილობენ მოიპარონ ვაქცინასთან ან კორონავირუსის წამალთან დაკავშირებული ინფორმაცია. ანალიტიკოსების თქმით მსგავსი ტიპის აგრესიული ოპერაციები რამდენიმე ქვეყნისაგან მოდის, მათ შორის არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

გასულ კვირას კი The Daily Mail-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბრიტანულ ლაბორატორიაზე რუსული კიბერ-შეტევა საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები