აშშ და საქართველო

USAID-ის მხარდაჭერით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საველე კარვები გადაეცა

შსს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] ფინანსური მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი ცალი საველე კარავი გადაეცა.

კარვების მოცულობა 20 და 40 კვადრატული მეტრია და ისინი აღჭურვილია გათბობის სისტემით.

კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც.

საველე კარვების გადმოცემა USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოშის" ფარგლებში მოხდა და მისი პარტნიორის - "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" [RDFG] მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები