ახალი კორონავირუსი საქართველოში

რა შეზღუდვები იხსნება 18 მაისიდან

ტაბულა

დღეიდან, 18 მაისიდან, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

კერძოდ:

  • იხსნება განსაკუთრებული საკარანტინო ზონა მარნეულში, რომელიც 23 მარტიდან არის ჩაკეტილი.
  • იხსნება 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა, მაგრამ, ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. ძალაში რჩება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.
  • იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები იმათ გარდა, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მოლებშია განთავსებული.

22 მაისამდე ძალაშია საგანგებო მდგომარეობა, ასევე კომენდანტის საათი.

კომენტარები