თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა

რადიო თავისუფლება

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.

"თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში" - აცხადებს დედაქალაქის მთავრობა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მეხუთე მოადგილედ სოფიო ხუნწარია 2018 წლის იანვარში დანიშნა. იქამდე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ხუნწარია თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 

თბილისის მერის ყოფილი მეხუთე მოადგილე წლების განმავლობაში ჟურნალისტი იყო. 2012 წლიდან ის ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია არტარეას.

კომენტარები