კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ინფექცია 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. როგორც ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სულ ახალი კორონავირუსის 5,000,038 შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 1 899 350 და გარდაიცვალა 328 172 ადამიანი.

მათგან ყველაზე მეტი 1,551,853 შემთხვევა აშშ-ში დადასტურდა, ამერიკის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი 308,705 შემთხვევა რუსეთში გამოვლინდა. მას მოსდევს ბრაზილია - 291 579 ინფიცირებული, დიდი ბრიტანეთი  - 249 619 ინფიცირებული, ესპანეთი - 232 555 და იტალია - 227 364 ინფიცირებული. 

ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის დასადგენი ყველაზე მეტი ტესტი აშშ-მა (14,173,807) და რუსეთმა (7,578,029) ჩაატარეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები