გახარია პარლამენტში

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტში მივა

საქართველოს მთავრობა / Screengrab

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია 27 მაისს პარლამენტში მივა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ სესიაზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, იქნება დებატები.

"​ჩვენ მოვისმენთ კორონავირუსთან დაკავშირებით სრულ ანგარიშს, იმის შესახებ თუ რა გაკეთდა და რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, იქნება სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია, პოლიტიკური დებატები მთავრობის წევრებთან ერთად, თითოეულს თქვენგანს ექნება საშუალება დასვას ნებისმიერი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან მიმართებაში ჰქონდა და მიიღოს პასუხები", - თქვა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმითვე, პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში სხვა ფორმატების ფარგლებშიც მივა.

"ივნისშიც არის წლიური ანგარიში მთავრობის, ასევე ინტერპელაციით აქვთ მიმართული ფრაქციებს 29 მაისთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკური განცხადებები კეთდებოდა, რომ თითქოს პარლამენტს არანაირი ანგარიშვალდებულება აღარ რჩება და პრემიერი და მთავრობა აღარ მოდის პარლამენტში, ხედავთ, რომ ეს ასე არ არის", - ამბობს თალაკვაძე.

ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, რომ პრემიერი საკნონმდებლო ორგანოში მივიდეს. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარია პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის მეორე ვადით გაგრძელებამდე უნდა მისულიყო და გაეცნო დეპუტატებისთვის და საზოგადოებისთვის კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.

კომენტარები