ახალი კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან 1 თეთრიწყაროს კონტაქტია, მეორე საკარანტინე სივრციდანაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდ ინფექციის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი თეთრიწყაროს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდანაა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ სავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. ამ დროის მონაცემებით კლინიკაში 40 პაციენტი მკურნალობს, მათგან 35-ს აქვს დადასტურებული COVID 19, ხოლო დანარჩენი 5 შესაძლო შემთხვევაა, რომელიც კვლევაშია და დღის განმავლობაში გახდება ცნობილი ვირუსულ ინფექციაზე მათი პასუხები.

ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 1 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ჟანგბადის საჭიროებაც მოიხსნა, - "თუ ასე გაგრძელდა მალე გაწერაზეც ვისაუბრებთ", - ამბობს მარინა ეზუგბაია.

კლინიკაში 2 პაციენტი რჩება მძიმე პნევმონიით, ჯერჯერობით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური არაა.

კოვიდ ცენტრებში, მარინა ეზუგბაიას ინფრომაციით, 216 პაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში სულ COVID 19-ის 723 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 495, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები