ახალი ელჩი ვენაში

ქეთევან ციხელაშვილი მინისტრის პოსტს ტოვებს, ის ავსტრიაში საქართველოს ელჩი იქნება

epn.ge

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი თანამდებობას ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

"ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან", - თქვა ზალკალიანმა.

უწყება, რომელსაც ციხელაშვილი უხელმძღვანელებს არის საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ვინ დაიკავებს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჯერჯერობით უცნობია.

 

კომენტარები