მთავრობა

მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობის ხელშეკრულებას აუქმებს

ეკონომიკის სამინისტრო ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კომპანია Trans Electrica-სთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას აპირებს. ამ მიზნით, სამინისტრო საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells დაიქირავა, რომელსაც მომსახურებაში 118 ათას ევროს გადაუხდის. 

აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ მიმდინარე წლის 8 თებერვალს სწორედ Hogan Lovells-სთან გააფორმა ხელშეკრულება აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაზე. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 900 ათასი დოლარი შეადგინა. 

ხუდონჰესის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყო.

მთავრობამ Trans Electric-სა და კომპანიის ქართულ ფილიალთან ხელშეკრულება თავდაპირველად 2011 წელს გააფორმა. შეთანხმება მდინარე ხუდონზე 702 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. 

მოგვიანებით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა წინასწარ დადგენილი ფასით, სადგურისგან ელექტროენერგიას მომდევნო 15 წლის განმავლობაში შეიძენდა. 

კომენტარები