ჩინეთი

ჩინეთმა წელს მშპ-ს ზრდის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრაზე უარი თქვა

0 კომენტარი

მიმდინარე წელს, ჩინეთის ხელისუფლება აღარ განსაზღვრავს ეკონომიკური ზრდის საორიენტაციო მაჩვენებელს, ამის შესახებ ჩინეთის ნომინალურმა პრემიერმა ლი კეციანმა ჩინეთის სახალხო დეპუტატების კრებაზე განაცხადა. 

მშპ-ს ზრდის სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთში 1994 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად დგინდება. გადაწყვეტილების მიზეზად ლი კეციანმა კორონავირუსის პანდემით გამოწვეული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა დაასახელა. 

"ჩვენ უარი ვთქვით სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრაზე, რადგან გლობალური პანდემიით გამოწვეული არასტაბილურობა ეკონომიკასა და ვაჭრობაში კვლავ ძალიან მაღალია", — განაცხადა ლი კეციანმა. 

კეციანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანას არაპროგნოზირებად გარემოში უწევს ცხოვრება. მიმდინარე წლის პირველი კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, რაც 1976 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების პირველი შემთხვევაა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჯამურად წლის განმავლობაში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 1,2%-მდე შემცირდება, რაც ასევე ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 85,500 შემთხვევააა გამოვლენილი, გარდაიცვალა 4,645 პაციენტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები