საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესება

პრეზიდენტმა მთავრობის მიერ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესებას ხელი მოაწერა

0 კომენტარი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, პარლამენტისგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე რიგი შეზღუდვები დააწესოს. 

22 მაისს, 00:00 საათზე საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მთავრობას კი სურს, შეზღუდვები მის გარეშე დატოვოს. ჯერჯერობით უცნობია, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში. ცნობილია, რომ იხსნება ე.წ კომენდანტის საათი და პირად ავტომობილში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა. 

22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე უფლებრივი შეზღუდვები დააწესოს. 81 მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და 15 ივლისის შემდეგ გაუქმდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მიზეზად კი, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაასახელა.

ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამასთან, ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს და რომ გათვალისწინებული ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის ზომები არაპროპორციული, რეპრესიული და ადამიანის უფლებებისთვის საფრთხის შემცველია

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები