კორონავირუსი საქართველოში

ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID-19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, სულ - 56

0 კომენტარი
ფოტო: Tom Wolf

ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID-19-ით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, სოფელში კორონავირუსი 56 ადამიანს აქვს დადასტურებული. 

როგორც მერიაში ტაბულას უთხრეს, ბოლნისში სულ ინფიცირების 162 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 75 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.  

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა საკარანტინო ზონად რჩება.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის 728 შემთხვევაა დადასტურებული, 509 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები