ნიკოლოზ ბასილაშვილი

მედია: ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

qatartennis.org

მთავარი არხის ინფორმაციით, ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. 

მათივე ინფორმაციით, ჩოგბურთელს გამოძიება ყოფილ ცოლზე ძალადობას ედავება. საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი. 

ბასილაშვილის ახლობლები და ადვოკატები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, მთავარი არხის ცნობით, ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს. 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შსს-მ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. მედიის ცნობით, 21 მაისს, ბასილაშვილი და მისი მამა ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამას მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. 

ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. ტაბულა პასუხს ელოდება გენერალური პროკურატურისგან და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, მსოფლიო რეიტინგში კი 27-ე ადგილზეა.

კომენტარები