განზრახ მკვლელობა

შსს: ქუთაისში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დავაკავეთ

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული დ.კ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები