კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მკურნალობს 5 ინფიცირებული

ლაშა კუპრაშვილი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 27 მაისის მონაცემებით, კლინიკაში სულ 13 პაციენტია მოთავსებული. მათგან კორონავირუსი 5-ს აქვს დადასტურებული. 

თერაპიულ მიმართულებაში 12 პაციენტია, რეანიმაციულ განყოფილებაში - 1.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 735 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები