საზოგადოებრივი ტრანსპორტი

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

29 მაისიდან ყველა სახის მუნიცპალური ტრანსპორტი გაიხსნება.

ეს გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე თქვა.

მისი თქმით, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან  უნიციპალური ტრანსპორტის მმართველი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.

გახარიას თქმით, საქართველო ახალ კორონავირუსს კარგად მართავს, რაც ეკონომიკის დაგეგმილზე სწრაფად გახსნის საშუალებას იძლევა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა საქართველოში 31 მარტიდან არის შეჩერებული.

შეზღუდვების მოხსნა დროში ემთხვევა პრემიერმინისტ გახარიას საპარლამენტო მოსმენას. გახარია პარლამენტში ქვეყანაში კორონავირუსისა მართვის შესახებ წარადგენს ანგარიშს. პრემიერის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, დეპუტატებს საშუალება ექნებათ გიორგი გახარიას კითხვები დაუსვან.

ევროპული საქართველო დაწესებული შეზღუდვების სწრაფ მოხსნასა და ეკონომიკის გახსნას ითხოვდა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები