ტომ კრუზი

ტომ კრუზის კოსმოსურ ფილმს დაგ ლაიმანი გადაიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Entertainment Tonight

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ NASA ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში პირველ ფილმს გადაიღებს. პროექტში ჩართული ელონ მასკის SpaceX-იც იყო.

მომავალ ფილმს რეჟისორი დაგ ლაიმანი გადაიღებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ კრუზთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკაზე Edge of Tommorrow იმუშავა. 

ბლოკბასტერის სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. პროექტისადმი ინტერესი არც ერთ დიდ სტუდიას არ გამოუთქვამს.

კრუზისთვის ექსტრემალურ პირობებში მუშაობა ახალი არ არის. შეუსრულებელი მისიის გადაღებებზე იგი მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობიდან პარაშუტით 106-ჯერ გადმოხტა, ასევე წყალქვეშ, ჟანგბადის გარეშე, 6 წუთი გაატარა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები