ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ჩინეთის კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე 300 მომიტინგე დააკავეს [VIDEO]

ოთხშაბათი, 27 მაისი, 2020 - 16:51
tbl.ge/4s4f
დაკოპირდა

ჰონგ-კონგში ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წიწაკის ტყვიები ისროლა.

ჰონგ-კონგის პოლიციის განცხადებით, ქალაქის სამ რაიონში, უმეტეს შემთხვევაში, არალეგალურ შეკრებაში მონაწილეობის გამო, დაახლოებით, 300 აქტივისტი დააკავეს.

"გაათავისუფლეთ ჰონგ-კონგი! ჩვენი დროის რევოლუცია"; "ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა ერთადერთი გამოსავალია" - ამ სლოგანებს ჰონგ-კონგელები საპროტესტო აქციაზე გაიძახდნენ.

Tweet

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტებთან ერთად, მომიტინგეები კიდევ ერთ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რისი მიღების შემთხვევაშიც, ჩინეთის ჰიმნის უპატივცემულობა დასჯადი გახდება. მათ, ვინც ჰიმნს შეურაცხყოფს $6 450 ოდენობის ჯარიმა ან 3-წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ. ამავე კანონპროექტის მიხედვით, ჰონგ-კონგის სკოლებში სავალდებულო გახდება მისი სწავლება.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის გეგმაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში, რომელიც აკრძალავს სეცესიას, ნებისმიერ საგარეო ჩარევას, ტერორიზმს და ყველა ქმედებას, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული. პეკინს, ახალი კანონებით, ჰონგ-კონგში უსაფრთხოების სააგენტოების დაარსება შეეძლება. ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ის ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰონგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

მან თქვა, რომ გადაწყვეტილება მიმართულია იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას. მისივე განცხადებით, ჰონგ-კონგის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა და საგარეო ჩარევას არ აიტანს.

ვანგ იმ მოსახლეობას უთხრა, რომ მათ, დარდის ნაცვლად, მეტად უნდა სჯეროდეთ ჰონგ-კონგის მომავალი სტაბილურობის.

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

24 მაისს ჰონგ-კონგში ჩინეთის ახალი კანონპროექტების საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს, განცხადებით, ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ტერიტორიის სპეციალურ ეკონომიკურ სტატუსზე. ევროკავშირმა ჩინეთს მოუწოდა, პატივი სცეს ჰონგ-კონგის ავტონომიას.

ჰონგ-კონგიჩინეთიაქცია ჰონგ-კონგში

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა
ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 - 00:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:43

საფრანგეთი 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებს კრძალავს

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 23:06

მოლდოვამ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 21:19

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს
სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 - 20:46

გერმანიამ და აზერბაიჯანმა პარტნიორობის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დეკლარაცია გააფორმეს

ყველაზე კითხვადი

დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
1დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
2ზელენსკი სამხედრო მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ "მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს" აანონსებს
3WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს
4ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
5ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕