იპოთეკური სესხები

მთავრობა 5 წლით 4%-ით დაასუბსიდირებს წლის ბოლომდე დადებულ ყველა იპოთეკურ სესხს

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმა წარადგინა.

გეგმის ფარგლებში მთავრობა აპირებს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდიროს ყველა ის იპოთეკური სესხი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

"მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, ხუთი წლის განმავლობაში." - თქვა გიორგი გახარიამ დეველოპერებთან შეხვედრისას.

იპოთეკურ სესხებში სახელმწიფოს მონაწილეობის ფორმა თანადაფინანსება იქნება. სესხის ჭერი 200 000 ლარი იქნება, ხოლო პროგრამის ჯამური ბიუჯეტი - 70 მილიონი ლარი.

კომენტარები