ახალი კორონავირუსი

დანიაში სკოლების გახსნის შემდეგ Covid-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა

0 კომენტარი

დანიაში სკოლების გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი არ გაზრდილა.

ამის შესახებ ინფორმაციას დანიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები 5 კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

დანია ევროპაში პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი კორონავირუსის გამო დახურული სკოლები 15 აპრილს ხელახლა გახსნეს.

"სკოლების ხელახალი გახსნით ვერანაირ უარყოფით ეფექტს ნახავთ," - განაცხადა დანიის შრატის ინსტიტუტის ინფექციური დაავადების ეპიდემიოლოგიის ექიმმა, პიტერ ანდერსენმა.

ახალი კორონავირუსის შესაკავებლად ქვეყანა ერთი თვით ჩაკეტეს, 15 აპრილს კი 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ბაღები და სკოლები გახსნეს.

მსგავსი სურათია ფინეთშიც. ფინეთში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმის თაობაზე, რომ მაისის შუა რიცხვებში სკოლების გახსნის შემდეგ ახალი კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება.

აპრილის დასაწყისიდან დანიაში ახალი კორონავირუსის ყოველდღიური ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა, რის გამოც ქვეყანამ ზომები შეამსუბუქა. მაისში ქვეყანაში სავაჭრო ცენტრები, ბარები, რესტორნები გაიხსნა.

დანიაში ახალი ვირუსი 11 000-ზე მეტ ადამიანის დაუდასტურდა. 568 გარდაიცვალა, 10 180 გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები