ეკონომიკა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16,6%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქსტატმა აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გასულ თვეში მშპ-ს კლებამ 16,6% შეადგინა. ამასთანავე, წლის პირველი ოთხი თვეს შემდეგ, ჯამურად ეკონომიკა 3,6%-ით არის შემცირებული. 

უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კლებაა უკლებლივ ყველა სექტორში, სამთო-მოპოვებითი სექტორის გარდა. კლება გაგრძელდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც. მან აპრილში 681 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტი 233 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 

წინა წლის აპრილთან შედარებით, თითქმის 33%-ით დაიკლო დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ. 93%-ით პროცენტით შემცირდა ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვი და 307 შეადგინა. 

126 მილიონ ლარამდე შემცირდა კომერციული ბანკების გამოშვებაც. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართ გაკეთებული ბოლო პროგნოზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს [EBRD] ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით შემცირდება.

კომენტარები