აშშ

NASA-ს ასტრონავტები SpaceX-ის Dragon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ [LIVE]

0 კომენტარი

NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონავტებიდუგ ჰარლი და ბობ ბენკენი, SpaceX-ის ხომალდით, Dragon-ით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე ჩავიდნენ. 

ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტის გაშვებიდან დანიშნულების პუნქტამდე ისინი დაახლოებით 19 საათში ჩავიდნენ.

გარკვეული შემოწმებების გავლის შემდეგ ისინი ამერიკელ და რუს ეკიპაჟს შეუერთდებიან.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-დან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

რაკეტის გაშვების ისტორიული კადრები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები