კორონავირუსი საქართველოში

ღია მაღაზიები, მოლები, ბაზრობები, ღია სივრცის მქონე რესტორნები - რა იხსნება 1 ივნისიდან

facebook.com/eastpointtbilisi

დღეიდან, პირველი ივნისიდან იხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები.

პირველი ივნისიდან ასევე გაიხსნება ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობა და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

"8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა", - თქვა პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გამოსვლისას. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 23 მაისამდე იყო გამოცხადებული, თუმცა შეზღუდვები საგანგებოს გაუქმების შემდეგაც დარჩა.

კომენტარები