კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების - 19-ით

STR/AFP via Getty Images

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 11-ით გაიზარდა. ჯამში 794 ინფიცირებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მათი რაოდენობა 19-ით გაიზარდა და სულ 624-ია. 

მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ვირუსული ინფექციით საქართველოში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები