თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 2 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორიონების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, ილია აბულაძის, ასმათის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები