ადგილობრივი წარმოება

თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი ადგილობრივი წარმოების წახალისებაა.

ამის შესახებ თურნავამ კომპანია "ნოვას" სამშენებლო და სარემონტო მასალის მეგაცენტრების გახსნინას ისაობრა.

"ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, "მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები".

ეკონომიკის მინისტრის თანახმად, საშენ მასალათა ინდუსტრია ერთ-ერთია, სადაც "შეგვიძლია ძალიან სერიოზულად შევამციროთ დამოკიდებულება იმპორტზე" საექსპორტო პოტენციალის გაზრდის პარალელურად.

"იგივეს თქმა შემიძლია კვების მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, სხვა დარგებზე, მაგრამ საშენ მასალათა ინდუსტრია არის ერთ-ერთი გამორჩეული ამ თვალსაზრისით", - თქვა თურნავამ.

"ნოვას" საწარმო 4 მილიონ დოლარად აშენდა, საიდანაც 2 მილიონი სახელმწიფომ დააფინანსა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. მეგაცენტრების გახსნისათვის კომპანიამ EBRD-ისა და TBC ბანკის მხარდაჭერაც მიიღო.

კომენტარები