იტალიამ ევროპიდან ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა და რეგიონალური მოგზაურობაც დაუშვა

Euronews

3 ივნისიდან იტალიამ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ლიხტენშტეინიდან, შვეიცარიიდან, ისლანდიიდან, ანდორადან, მონაკოდან და სან მარინოდან ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა და ქვეყანაში რეგიონალური მოგზაურობაც დაუშვა.

იტალია ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლას არ ითხოვს.

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 9 მარტს გამოცხადდა, რის შედეგადაც ქვეყანაში არააუცილებელ მოგზაურობაზე მკაცრი შეზღუდვა დაწესდა.

იტალიის რეგიონალურ საქმეთა მინისტრმა, ფრანჩესკო ბოჩიამ, განაცხადა, რომ ახლა დროა, ეკონომიკის და სამუშაო ადგილების დაცვაზე ფოკუსირდნენ.

ამის მიუხედავად, ინფიცირების რისკი ქვეყანაში არ გამქრალა. გასულ 24 საათში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ახალ ვირუსს კიდევ 55 პაციენტი ემსხვერპლა. 

იტალიის მთავრობის გაცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტები ზემოთ დასახელებული ქვეყნებიდან ჩამოვლენ, მაგრამ ამავდროულად გასული 14 დღის განმავლობაში სხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ, მათ გარკვეული შეზღუდვები შეეხებათ.

ამ დროისთვის, იტალიიდან გამგზავრებული პირებისთვის ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სხვადასხვა შეზღუდვას აწესებს ან მათ დამატებითი შემოწმების გავლა უწევთ.

იტალიაში ახლანდელი მონაცემებით ახალი კორონავირუსის 233 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 33 530 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 160 092 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები