ნავთობის ბაზარი

ნავთობის ფასის ვარდნის გამო, უმსხვილესმა რუსულმა კომპანიებმა $8,2 მილიარდი იზარალეს

0 კომენტარი

ნავთობზე ფასის მკვეთრი კლების გამო, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი რუსული სანავთობო კომპანიების ჯამური მოგება 570 მილიარდი რუბლით შემცირდა, რაც 8,2 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. 

ამ დროისთვის ცნობილია სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები. ჯერჯერობით პირველი კვარტლის მაჩვენებლები არ გამოუქვეყნებია კიდევ ორ მსხვილ კომპანიას. 

ჯამურად, 2020 წლის პირველ კვარტალში ლუკოილის მოგება - 10%-ით, გაზპრომ ნეფტის - 12%-ით, ხოლო როსნეფტის - 15%-ით შემცირდა. 

ამგვარი შედეგები პირველ რიგში ნავთობზე საერთაშორისო ფასების მკვეთრ კლებას უკავშირდება. იანვრის დასაწყისიდან აპრილამდე პერიოდში რუსული ნავთობის ფასი 5-ჯერ შემცირდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ფასი - ორჯერ. 

ფასების მკვეთრი ვარდნა 6 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უარი თქვა საუდის არაბეთის წინადადებაზე, მოპოვების შემცირების შესახებ. შედეგად, ნავთობის ფასებმა რამდენიმე ისტორიული ანტირეკორდი განაახლა. ფასების ზრდის ტენდენცია მხოლოდ აპრილში, მას შემდეგ დაიწყო, რაც მხარეები მოპოვების ისტორიულ შემცირებაზე შეთანხმდნენ. 

გუშინ, 3 ივნისს ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის ფასმა 39 დოლარს გადააჭარბა. 

ზარალზე საგრძნობელად მეტად შემცირდა ამავე კომპანიების მთავარი ფინანსური მაჩვენებელი EBITDA - გაზპრომ ნეფტის -54,6%, ლუკოილი -49,4%, როსნეფტი -43,6%.

ამავდროულად, პირველად ბოლო წლების განმავლობაში კომპანიები კვარტლურად წაგებაში გავიდნენ - გაზპრომ ნეფტი -14 მილიარდი რუბლი, ლუკოილი - 46 მილიარდი, როსნეფტი - 159 მილიარდი რუბლი.

კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას კიდე უფრო ამძიმებს რუსეთი საბიუჯეტო წესი, რომლის მიხედვითაც წლის პირველ კვარტალში სანავთობო კომპანიებმა ბიუჯეტში 73 მილიარდი დოლარი გადარიცხეს. 

VTB ბანკის ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის მეორე კვარტალში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. პროგნოზის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი რუსული ნავთობის URALS-ის საშუალო ფასი 26 დოლარი იქნება. ამ პირობებში მოსალოდნელია, რომ კომპანიების ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები