კორონავირუსი ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიის მაჩვენებელს გადააჭარბა

Robert Michael/dpa via AP

ბრაზილიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 473 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 34 021-ს შეადგენს. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, ბრაზილიამ იტალიის მაჩვენებელსაც გადააჭარბა, სადაც ინფექციამ 33 689 ადამიანი იმსხვერპლა. 

ამჟამად, ბრაზილია კორონავირუსის სიკვდილიანობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბრაზილიის შემდეგ ყველაზე მეტი მაჩვენებელი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 30 925 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის, ქვეყანაში 614 941 ინფიცირებულია. 

კომენტარები