მაჟორიტარებზე კოორდინაცია

ბერძენიშვილი თბილისში მაჟორიტარების კოორდინაციაზე: 2 ნაცი, 2 ლელო, 2 ევსაქი, ალეკო, შალვა

კადრი რადიო თავისუფლების Live ვიდეოდან

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, მას შემდეგ რაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ ენმ თბილისში, მხოლოდ ორ ოლქში დააყენებს კანდიდატს, კონკურენტუნარიან ოპოზიციონერ მაჟორიტარებზე შეთანხმების საუკეთესო პირობები შეიქმნა.

ბერძენიშვილის თქმითვე, ორი ოლქის აღებით, ენმ-მ გაზარდა ოპოზიციურ რვიანში ლელოსა და ალეკო ელისაშვილის ყოფნის შესაძლებლობა. 

"ლელოს ლიდერთა გუშინდელი განცხადებებიც დამაიმედებელია...როგორც ჩანს, ისინიც მზად არიან, თბილისში შეთანხებულ მაჟორიტართა სისტემაში სრულფასოვნად შევიდნენ. თითოეული პარტიის მთავარი, კონკურენტუნარიანი, არაკონფრონტაციული ფიგურებით დაკომპლექტებული", - წერს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი თბილისში მაჟორიტარების კოორდინაციის მისეულ ვერსიას წერსიასაც სთავაზობს ოპოზიციას. 

"ჩემი გუნდი" ასე გამოიყურება ამჟამად: ორი ნაცი, ორი ლელო, ორი ევსაქი, ალეკო და შალვა. ნაცებს გლდანს და სამგორს არც არავინ ეცილება. დანარჩენი ექვსი სხვანაირადაც შეიძლება დალაგდეს, ცხადია. მე მხოლოდ ჩემი ვერსია გავაჟღერე..თუ გნებავთ, ჩათვალეთ, რომ ასე მოკრძალებულად შევთავაზე განსახილველად დიალოგში მონაწილეობის მსურველ პარტიებს", - წერს ბერძენიშვილო.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებების მონაწილე პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ საკვანძო მაჟორიტარულ ოლქებში მათ ერთიანი კანდიდატი დააყენონ. ლებორისტების ოფისში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციული არჩევნები ჩააგდო. 

გუშინ, 4 ივნისს ერთიანი ნაციონალური მოძარაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ენმ თბილისში მხოლოდ 2 ოლქში დააყენებს კანდიდატს, დანარჩენი 6 ოლქი კი სხვა ოპოზიცურ პარტიებზე უნდა გადანაწილდეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება მაჟორიტარები ამ ოლქებში.

ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, გიორგი ვაშაძე და სხვები ამბობენ, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება და კოორდინაცია მნიშვნელოვანია და მზად არიან ამ საკითხზე მოლაპარაკებებისათვის, რაც შეეხება ლელოს, პარტიის ლიდერები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ მათ სურდათ 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინათ, თუმცა 3 ივნისს პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, თქვა, რომ მზად არიან ოპოზიციასთან კონსულტაციებისათვის, თუმცა არა 30-ვე ოლქში. ჯერჯერობით უცნობია ალეკო ელისაშვილის პოზიცია. 

კომენტარები