სროლა ვარკეთილში

სირაძე: კაცი სახლში არის ჩაკეტილი, რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, სავარაუდოდ ნასვამია

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, ვარკეთილში, ერთერთი კორპუსის პირველ სართულზე, სავარაუდოდ, ნასვამი კაცი არის ჩაკეტილი და რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. 

სირაძე ამბობს, რომ კაცს კონკრეტულად არავის მისამართით უსვრია და დაშავებული არავინ არის. 

"სამართალდამცავები სრულად მობილიზებულები არიან პერიმეტრზე. მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებით", - ამბობს სირაძე.

სირაძის ინფორმაციითვე, კაცის ოჯახის წევრები უსაფრთხოდ არიან და ბინაში არ იმყოფებიან. 

ვარკეთილში, მესამე მასივის მე-4 მიკრორაიონში სავარაუდოდ ნასვამი კაცი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

კომენტარები