ჩუგოშვილი: ლელოსგან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი იყო დაფიქსირებული, არ ვჩქარობ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ პარტია "ლელოსგან" პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. როგორც მან ინტერპრესნიუსს უთხრა, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. 

"პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი დაფიქსირებული იყო „ლელოსგან“, ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა პარტიისგან, დეტალებზე ყოველგვარი საუბრის გარეშე. 

მე არ ვჩქარობ გადაწყვეტილების მიღებას მომავალ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით", - ამბობს ჩუგოშვილი. 

თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობა 2019 წლის 14 დეკემბერს, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.

კომენტარები