ტოკიო

ტოკიოს ბარში სოციალურ დისტანციის წახალისებას მანეკენებით ცდილობენ [გალერეა]

0 კომენტარი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ერთერთ ბარში, "გაუმარჯოს ერთი", სტუმრებისთვის სოციალური დისტანციის წახალისებას და შიდა გარემოს გახალისებას ე.წ. ჩირლიდერების ფორმაში ჩაცმული მანეკენებით ცდილობენ. 

იაპონიის უმეტესი ნაწილის მსგავსად, ტოკიოშიც დაიწყეს შეზღუდვების შემსუბუქება.

მფლობელის თქმით, ბარი ძალიან ცარიელი იყო და ეს იდეაც აქედან დაებადა.

ბარში უსაფრთხოების სხვა ზომები მოიცავს მომსახურე პერსონალისთვის სახის ფარების, ხელთათმანების ტარებას

იაპონიის პრემიერმინისტრმა, სინძო აბემ, 25 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა მოხსნა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 17 018 შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 903 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 14 867.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები