სროლა ვარკეთილში

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა - შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა

0 კომენტარი

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა. კაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა. 

პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

"ჩვენ მასთან ვაწარმოებდით რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ სახლიდან და არავის საფრთხე არ ემუქრება. არავინ დაშავებულა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად დეტალები დაზუსტდება", - ამბობს სირაძე. 

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე სპეცრაზმი და პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული. ნასვამი კაცი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. რუსთავი 2-ის ცნობით, 45 წლამდე კაცი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში შვილების მისამართით ისროდა, თუმცა, მათ გაქცევა მოახერხეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები