ქვემო ქართლში, სოფელ ქვემო ბოლნისში მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია კაცი. მომხდარი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მკლელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.