აშშ

მაისში აშშ-ში 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

Flickr

მაისში აშშ-ის შრომის ბაზარი მოულოდნელად გამოცოცხლდა. 

პანდემიის გამო მარტში და აპრილში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, მაისში პირველად მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკამ აღდგენის პროცესი დაიწყო. 

ოფიციალური მონაცემებით მაისში გაცემული ხელფასების რაოდენობა 2,5 მილიონით გაიზარდა, ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ფერმებში და არაკომერციულ ორგანიზაციებში მომუშავე მოქალაქეებს. 

პანდემიის განმავლობაში აშშ-ში უმუშევრობა 14,7%-მდე გაიზარდა, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევრად 20 მილიონზე მეტი მოქალაქე დარჩა. რაც 1939 წლის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. 

ამგვარად, ბოლო განახლების შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებელი 14,7%-იდან 13,3%-მდე. უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსები სწრაფი ტემპებით ეკონომიკური აქტიურობის აღდგენას არ პროგნოზირებდნენ. ეკონომისტების პროგნოზით, უმუშევრობა 7,5 მილიონით, 19%-მდე გაიზრდებოდა.

კომენტარები