საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ხაზარაძე: ეკლესიისთვის ტყის გადაცემა პრობლემა არ მგონია, დარწმუნებული ვარ, კარგად მიხედავენ

0 კომენტარი
მამუკა ხაზარაძე ფოტო: ლელო

ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემა პრობლემად არ მიაჩნია.

ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ეკლესია ტყეებს "ძალიან კარგად მიხედავს".

"საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემა არ მომხდარა დღეს. ეს ტყეები ძველი ტაძრებისთვის იყო გადაცემული. გელათის გარეშემო ტყე უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, კორუფციის, ადგილობრივი ჩინოვნიკების ან იმ ადამიანების გამო, რომლებსაც მადა ეხსნებათ, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ გელათის გარეშემო ტყეში ვილა ჩადგას. ამიტომ, თუ ეკლესიას და მონასტერს თუ ისტორიულად ეკლესია პატრონობდა, მის გარშემო ამ დაკანონება მე არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია.

ჩვენ სახელმწიფო ვართ დღეს? ნანახი გაქვთ, როგორი ხეების ჩეხვა მიდის, რა ვანდალობა მიდის? ამიტომ მე მირჩევნია, რომ ის, რაც ისედაც იყო მათი, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ იყო, მე როგორც ვიცი უზურფუტში იყო, დღეს უბრალოდ დაკანონდა. მე ამაში დიდს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია ძალიან კარგად მიხედავს", - თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

პალამენტმა საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის შესახებ კანონპროექტი 22 მაისს დაამტკიცა.

ცვლილებები შევიდა ტყის კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა, საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

კანონპროექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

TDI კანონის შესაბამისი მუხლების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

საკონსტიტუციოსთვის მიმართვას გეგმავს EMC-ც. ასევე, EMC-ის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკურად გამოყენების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები