ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რასიზმი და პოლიციელთა სისასტიკე გააპროტესტეს [ფოტოები]

0 კომენტარი
ფოტო: BBC

25 მაისს აშშ-ში, ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელმა ფერადკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი მოკლა.

მკვლელობას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნებში.

6 ივნისს რასიზმი და პოლიციის მხრიდან ძალადობა ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.

ვაშინგტონი, აშშ ფოტო: BBC
ვაშინგტონი, ეროვნული გვარდიის 20 000-მდე წევრი აქციის პარალელურად. ვაშინგტონის მერმა ჯარის აქციაზე ყოფნა არააუცილებლად მიიჩნია და გაწვევა ითხოვა. ფოტო: BBC
ფოტო: BBC
ნიუ იორკში საპროტესტო აქციას ჯანდაცვის მუშაკებიც შეუერთდნენ წარწერებით: რასიზმი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია; არ დააზიანო და სხვა ფოტო: BBC
ავსტრალიაში აქციები 3 ქალაქში: სიდნეიში, მელბურნსა და ბრისბეინში გაიმართა. აქცენტი ადგილობრივ აბრიგენებთან მოპყრობაზე გაკეთდა. ფოტო: BBC
საფრანგეთში საპრპტესტო აქციაზე 2016 წელს პოლიციის მიერ სასტიკად მოკლლული ფრანგი ფერადკანიანი კაცი, ადამა ტრაორე გაიხსენეს. ფოტო: BBC
ლონდონში დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბნენ, ისინი ჩაიმუხლნენ და მუშტები აწიეს, ასევე, სკანდირებდნენ: ფერი არ არის დანაშაული. აქცია პოლიციასთან შეტაკებიტ დასრულდა. ფოტო: BBC
ლონდონში აქციის ზოგიერთმა მონაწილებ შავკანიანი ქალის, ბელი მაჯნგას საქმე გაიხსენა. ქალი მეტროში მუშაობდა, სადაც მას შელაპარაკება მოუვიდაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა. 5 აპრილს თავად ბელი მუჯინგა დაიღუპა კორონავირუსით. საქმე გამოძიებული არ არის. ფოტო: BBC
ბერლინში, საპროტესტო აქციაზე ბუნდესლიგის ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ და ეცვათ მაისურები წარწერით: წითელი ბარათი რასიზმს. ფოტო: BBC
ფოტო: BBC
ლისაბონი ფოტო: BBC

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები