ჯოან როულინგი

ჯოან როულინგს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ლეგენდარული ჰარი პოტერის საგის ავტორი, მწერალი ჯოან როულინგი ლგბტქ+ ადამიანების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

უკმაყოფილება ერთ-ერთ სტატიაზე მისმა გამოხმაურებამ გამოიწვია.

სტატია სათაურით "მეტად თანასწორი მსოფლიოს შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ". მაისში გამოქვეყნდა. .მასში საუბარი იყო რისკებზე, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის დროს დიასახლისები და ჯანდაცვის მუშაკები აწყდებიან.

სტატიაში აღნიშნლია, რომ ქალებს კორონავირუსის და კარანტინის პირობებში კვლავაც სჭირდებათ ჰიგიენიის საშუალებები, ტუალეტებზე უსაფრთხო წვდომა, საპონი, წყალი და პრივატული სივრცე.

"1.8 მილიარდ გოგოს, ქალს და გენდერულად არაბინარულ ადამიანს მენსტრუაცია აქვს და ეს პანდემიასთან ერთად არ შეწყვეტილა", - ნათქვამია მასში.

6 ივნისს როულინგმა ტვიტერზე სტატია გამოაქვეყნა კომენტარით: "ადამიანებს, რომელთაც მენსტრუალური ციკლი აქვთ - დარწმუნებული ვარ, მათ დასახასიათებლად რამე კონკრეტული სიტყვა არსებობს - Wumben? Wimpund? Woomud?"

მოქალაქეებმა, ლგბტქ+ თემის წევრებმა მისი ეს განცხადება ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ მიმართულად აღიქვეს.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "მე გადავწყვიტე, სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დამესრულებინა, იმიტომ, რომ მინდოდა მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჰარის ამბავი, დიდი ხნის განმავლობაში ეს იყო ის, რაც სიცოცხლეს მინარჩუნებდა. მანამ, სანამ ჩემ ქმარს შევხვდი, რომელმაც მასწავლა, როგორ მიყვარდეს საკუთარი თავი და მინდოდეს სიცოცხლე. თქვენ მას შეურაცხყოფა მიაყენეთ".

"სკოლის დამთავრების შემდეგ მენსტუაცია არ მქონია, 21 წლის ვარ. ქალი აღარ ვარ?", -წერდა სხვა.

ჯოან როულინგის განცხადებები ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, გლაადმაც დაგმო. "საზაფხულო საკითხავი გინდათ? პერსი ჯექსონი წაიკითხეთ. მისი ავტორი, რიკ რიორდანი ტრანსფობი არ არის".

კრიტიკას მოგვიანებით ჯოან როულინგმა კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა.

"თუ სქესი რეალური არ არის, არც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის მიზიდულობა იარსებებს. სქესი რეალური რომ არ იყოს, სამყაროში სიცოცხლე გაქრებოდა. მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები. სიმართლის თქმა სიძულვილს არ ნიშნავს".

"მე პატივს ვცემ ყველა ტრანსგენდერი ადამიანის უფლებებს, იცოცხლოს ისე, როგორც სურს და რაც მისთვის ავთენტური და კომფორტულია. მე შევუერთდები საპროტესტო მსვლელობას თქვენთან ერთად, თუ თქვენ იმის გამო დაგჩაგრავენ, რომ ტრანსგენდერები ხართ. ამასთან, ჩემი ცხოვრების ფორმირენა ჩემმა ქალობამ მოახდინა. ვერ ვიჯერებ, რომ ამის თქვა სიძულვილს ნიშნავს", - დასძინა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯოან როულინგს ბრალს ანტი ტრანს განცხადებებში სდებენ. 2019 წლის დეკემბერში მან ბრიტანელი მკვლევარი მაია ფორსტატერი დაიცვა, რომელმაც, თავის მხრივ, სამსახური ტვიტერზე გაკეთებული განცხადების გამო დაკარგა: "ტრანსგენდერ ქალებს არ შეუძლიათ ბიოლოგიური სქესის შეცვლა", - წერდა ის.

"ჩაიცვით ისე, როგორც გსურთ, დაუძახეთ თქვენს თავებს ის, რაც გსურთ, დაიძინეთ იმასთან ერთად, ვისთანაც გსურთ, იცხოვრეთ თქვენი საუკეთესი ცხოვრებით მშვიდობიანად და უსაფრთხოდ. მაგრამ სამსახურიდან ქალების გათავისუფლება იმის გამო, რომ ამბობენ, რომ სქესი რეალურია?", - განაცხადა მაშინ ჯოან როულინგმა.

2018 წელს კი მწერალმა ტრანსგენდერ ქალებს უწოდა კაცები კაბებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები