კორონავირუსი საქართველოში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ინფიცირებული მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში - 1

8 ივნისის მონაცემებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლინიკაში სულ 7 პაციენტია მოთავსებული. მათგან 6 თერაპიულ მიმართულებაში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 810 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 683 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები