კორონავირუსი საქართველოში

თუ ქორწილს, ქელეხს ან იუბილეს გადაიხდით, 2 000 ლარით დაჯარიმდებით

luxuryresortphotography.com

ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გადახდის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით დაჯარიმდებიან. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ისაუბრა.

"მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც ეს აქამდე იყო და ასეთი ტიპის დარღვევები არ გვექნება. ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეგულაციით იკრძალება ქორწილის, იუბილეს, ქელეხის, ასევე, მასობრივი თავშეყრის ადგილებში "შესაბამისი სოციალური ღონისძიებების" გამართვა. ამ დრომდე ძალაშია მაქსიმუმ ათი ადამიანის შეკრების შეზღუდვა.

კანონპროექტს პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილავენ.

კომენტარები