ახალი კორონავირუსი ბრიტანეთში

ბრიტანეთში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი ეკონომიკურ ჩაკეტვამდე არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

დიდ ბრიტანეთის მთავრობის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ეკონომიკურ ჩაკეტვამდე არსებულ მაჩვენებლამდე დაეცა. 

7 ივნისს, კვირას, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით 55 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში 40 597 გარდაცვალების შემთხვევა შეადგინა. ვირუსის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება ორშაბათსაც გაგრძელდა.

ამასთან ერთად, ორშაბათს დაფიქსირებული 1 205 ინფიცირების ახალი შემთხვევა ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც ქვეყანა ეკონომიკურად ჩაიკეტა.

NHS-ის ინფორმაციით, ლონდონის საავადმყოფოებში უკვე ორი დღეა ახალი კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათ ასევე დაამატეს, რომ ადამიანთა მცირე რიცხვი გარდაიცვალა, თუმცა მათ მომდევნო დღეების განმავლობაში აღრიცხავენ.

დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები პრემიერმა ბორის ჯონსონმა 23 მარტს შემოიღო.

ბოლო მონაცემებით, ქვეაყანაში ახალი კორონავირუსი 287 399 ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 40 597 პაციენტი, რაც ევროპის ქვეყნებს შორის Covid-19-ით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები