სოფო კილაძე

სოფო კილაძის ყოფილ ქმარს აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ, დავით კურტანიძემ, აღკვეთის ღონისძებაზე 4 ივნისს იმსჯელა.

სოფო კილაძის თქმით, ყოფილი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც პოლიციას მიმართა და მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. როგორც ტაბულას საქალაქო სასამართლოში უთხრეს, ხარაძემ შემაკავებელი ორდერი დაარღვია.

"დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. [...] ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ", - თქვა მან. 

ავთანდილ ხარაძე ძალადობას უარყოფდა და ამბობდა, რომ კილაძე მას შემდეგ, რაც ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვით მანიპულირებდა. 

"არ მაჩვენებს ბავშვს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად, ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ თითებზე ჩამოსათვლელად, ხუთჯერ ვნახე [...] მან იმისთვის, რომ არ მენახა ჩემი შვილი, გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რათა არ მივსულიყავი ჩვენ სახლში", - ამბობდა ხარაძე. 

შემდეგი სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები