სოციალური დისტანცია

ნიდერლანდებში კლუბი სოციალური დისტანციის დაცვით გაიხსნა, სტუმრებს ჯდომა მოეთხოვებათ [VIDEO]

METRO

6 ივნისს ნიდერლანდებში, ქალაქ ნეიმეგენში ღამის კლუბი, Doornroosje, იგივე "მძინარე მზეთუანახავი" გაიხსნა . სოციალური დისტანციის დასაცავად სტუმრებს სკამებზე ჯდომა მოეთხოვებათ.

კლუბის სივრცეში ერთდროულად მხოლოდ 30 ადამიანის თავშეყრა არის დაშვებული. სკამები ერთმანეთისგან 1.5 მეტრის დისტანციით არის დაშორებული.

თავდაპირველად, კლუბი აპირებდა, რომ სოციალური დისტანციის წესების დაცვით სტუმრებისთვის ფეხზე დადგომის საშუალება მიეცათ, თუმცა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა კლუბს მოუწოდეს, რომ საცეკვაო მოედანზე სკამები განელაგებინათ.

ასევე, მუშაობის საათები შეიცვალა და შუაღამის ნაცვლად კლუბი შუადღით გაიხსნა

კლუბის მარკეტინგის მენეჯერის, კოოს ჰორნმენის განცხადებით, კლუბს შეეძლო მთვარობას დალოდებოდა, თუ როდის მისცემდნენ სტუმრებს დადგომის და ასე ცეკვის საშუალებას, თუმცა მათ რაღაც ახლის ცდაც სურდათ:

"ეს ახალი იდეების ცდის ნაწილია, რათა ვნახოთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ნაცლად ლოდინისა, თუ როდის ჩაივლის ეს. და ძალიან გავერთეთ".

ჰორნმენი ამბობს, რომ მართალია, კლუბში ჯდომა უცნაურად გამოიყურება, თუმცა, დამსწრეებმა ხმამაღალი მუსიკით და გარემოთი მაინც ისიამოვნეს. 

მისივე განცხადებით, გაყიდული ბილეთების თანხა მთლიანად შემსრულებლებს გადაეცათ - "ჩვენ გვინდოდა შემსრულებლებისა და სტუმრების თავშეყრა და ცოცხალი მუსიკით მათი გაბედნიერება".

სხვა კლუბების მგავსად, Doornroosje-მ დიჯეების შესრულება სოციალურ ქსელში LIVE ვიდეოთი გააზიარა.

ნიდერლანდებში ახალი კორონავირუსის 47 903 შემთხვევა დადასტურდა. 6 031 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები