სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

შსს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბის მიმდებარედ მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ტაბულას მომხდარი ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ჩვილის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, იგი რაიონულ კლინიკაშია გადაყვანილი. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

კომენტარები