საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3 213 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303.